1. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს საქმის განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით სამოტივაციო ნაწილის გარეშე და შესაბამისად, სავალდებულო არ არის, გადაწყვეტილებაში მიეთითოს მორიგების პირობების მოტივები. გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს საქმის ერთპიროვნულად განმხილველმა არბიტრმა. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.
2. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
3. მხარეთა მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ასევე მოწმდება სანოტარო წესით, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებისათის დებულებით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 23. მხარეთა მორიგება
თავი VII — საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მთავარი მონაცემები
- ვადა 30 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. საარბიტრაჟო წარმოების ენა
- მუხლი 18. საარბიტრაჟო სხდომა
- მუხლი 19. კომპეტენცია
- მუხლი 20. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
- მუხლი 21. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსი და ფორმა
- მუხლი 22. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
- მუხლი 24. გადაწყვეტილების განმარტება, შესწორება, შუალედური და დამატებითი გადაწყვეტილება
- მუხლი 26. საარბიტრაჟო სხდომის ოქმი
- მუხლი 27. ზოგადი დებულებები
- მუხლი 28. საარბიტრაჟო მოსაკრებლის შემცირება ან/და გადავადება
- მუხლი 29. დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 23, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-23/