1. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი კომპეტენციის შესახებ, მათ შორის საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობისა და იურიდიული ძალმოსილების თაობაზე ნებისმიერ სადავო საკითხზე. არბიტრაჟის აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს შეუძლიათ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრონ სასამართლოში, რაც არ წარმოადგენს არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შეჩერების საფუძველს.
2. საარბიტრაჟო მოპასუხის განცხადება იმის თაობაზე, რომ მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს არ გააჩნია დავის განხილვის კომპეტენცია, წარდგენილ უნდა იქნეს შესაგებლის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ხუთდღიან ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ საარბიტრაჟო მოპასუხე არ ხდის სადავოს მუდივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენციას. ასევე განცხადება იმის შესახებ, რომ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო აჭარბებს თავისი კომპეტენციის ფარგლებს, უნდა იყოს გაკეთებული დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო გამოხატავს განზრახვას, მიიღოს გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც, რომელიმე მხარის აზრით, სცილდება მის კომპეტენციას. ამგვარი განცხადების ჯეროვნად წარუდგენლობა ასევე განიხილება უპირობო უარად, მხარემ გახადოს სადავოდ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაგვიანებული განცხადება, თუ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ჩათვლის, რომ დაგვიანება მოხდა საპატიო მიზეზით.
3. მხარეთა წერილობითი შეთანხმება, დავა საარბიტრაჟო წესით გადაწყვიტონ მოცემული დებულების შესაბამისად, გაიგება როგორც მათი ვალდებულება, არ მიმართონ სასამართლოს ან სხვა ორგანოებს არბიტრაჟის კომპეტენციისა და უფლებამოსილების თაობაზე და დავის განხილვისას უპირობოდ დაემორჩილონ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას.
4. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის, იგი საჩივრდება მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავი VII
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებ
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · რედაქცია 06.09.2011
მუხლი 19. კომპეტენცია
თავი VI — საარბიტრაჟო წარმოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. არბიტრის აცილება
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 14. საარბიტრაჟო წარმოების დაწყება
- მუხლი 15. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
- მუხლი 17. საარბიტრაჟო წარმოების ენა
- მუხლი 18. საარბიტრაჟო სხდომა
- მუხლი 20. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
- მუხლი 21. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსი და ფორმა
- მუხლი 22. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
- მუხლი 23. მხარეთა მორიგება
- მუხლი 24. გადაწყვეტილების განმარტება, შესწორება, შუალედური და დამატებითი გადაწყვეტილება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება“, მუხლი 19, №0, 06.09.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1472725/muxli-19/