1. საარბიტრაჟო წარმოება, როგორც წესი, მიმდინარეობს ქართულ ენაზე, თუ მხარეები სხვა რამეს არ გაითვალისწინებენ საარბიტრაჟო შეთანხმებაში.
2. თუ რომელიმე დოკუმენტი შედგენილია სხვა ენაზე, ვიდრე საარბიტრაჟო წარმოების ენაა, საარბიტრაჟო სასამართლოს, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, შეუძლია დაავალდებულოს მხარე, რომელმაც წარმოადგინა ეს დოკუმენტი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე შესრულებული თარგმანის გარეშე, წარმოადგინოს ეს დოკუმენტი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე დამოწმებული თარგმანის სახით.
3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოცხადდება ქართულ ენაზე და იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობდა საარბიტრაჟო წარმოება. ამასთან, არბიტრი/არბიტრები ხელს მოაწერენ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. დაინტერესებულ მხარეს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მიაწვდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თარგმანს საარბიტრაჟო წარმოების ენაზე. ამასთან, ტექსტებს შორის შეუსაბამობისას უპირატესობა მიენიჭება გადაწყვეტილების ქართულ, ძირითად ტექსტს