1. საარბიტრაჟო წარმოების პროცესში შესაძლოა წარმოიშვას შემდეგი ხარჯები:
ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო წარმოების ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (ქირა, ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება და ა.შ.);
ბ) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
გ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
დ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;
ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
2. მოწმების, ექსპერტების, სპეციალისტების და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს, როგორც წესი, გაიღებს მხარე (გადაიხდის ავანსის სახით), რომელმაც იშუამდგომლა მათ მოწვევაზე, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით ან არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ სხვა რამ არ იქნება დადგენილი.
3. მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს შეუძლია ხარჯების დაფარვის მიზნით დააკისროს მხარეებს ვალდებულება, გააკეთონ ერთჯერადად ან რამდენჯერმე შუალედური ან საბოლოო გადახდები. ეს თანხები ავანსის სახით უნდა ჩაირიცხოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ანგარიშზე, რომელსაც ის საარბიტრაჟო განხილვის პერიოდში გამოიყენებს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის, საარბიტრაჟო სასამართლოს წევრების, სპეციალისტების, ექსპერტების მომსახურების და სხვა დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად.
4. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარე არ შეიტანს ან უარს განაცხადებს შეიტანოს საჭირო ავანსი მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია, სხვა მხარეს მოსთხოვოს ამ მხარის ნაცვლად ავანსის თანხის შემოტანა იმისათვის, რომ გაგრძელდეს საარბიტრაჟო განხილვა (ეს უნდა აისახოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში). ამ შემთხვევაში, მხარეს რომელმაც სხვა მხარის სანაცვლოდ განახორციელა გადახდა, უფლება აქვს, დავის დასრულებისთანავე მოითხოვოს ეს თანხა წაგებული მხარისგან, თუ დავა მის სასარგებლოდ დასრულდა (ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება აისახება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში)