5.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟისგარეშე ხარჯები;
5.2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
5.3. არბიტრაჟისგარეშე ხარჯებს განეკუთვნება წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე სხვა აუცილებელი ხარჯები;
5.4. დავის განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე;
5.5 საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) საარბიტრაჟო საჩივარზე საქმის გადასინჯვის შესახებ;
დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
5.6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა, გარდა 5.5 მუხლის „დ”– პუნქტისა, დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს:
ა) დავის საგნის 100 000-მდე ლარის ღირებულების შემთხვევაში – 2%-ს;
ბ) დავის საგნის 100 001-დან 500 000-მდე ლარის ღირებულების შემთხვევაში – 1,8 %-ს;
გ) დავის საგნის 500 001-დან 1 000 000-მდე ლარის შემთხვევაში – 1.5 %-ს;
დ) დავის საგნის ღირებულების 1 000 001 ლარიდან ზევით – 1 %-ს;
5.7. 5.5 მუხლის „დ” პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჯო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 ლარს;
5.8. დებულების 5.5 მუხლის „გ” პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარზე საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს: დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 20000 ლარისა;
5.9. დებულების 5.6 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს დამატებითი ღირებულების გარეშე;
5.10. თუ ერთ საარბიტრაჟო სარჩელში ერთი ან სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და, შესაბამისად, ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟოO მოსაკრებლის ოდენობა;
5.11. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) სპეციალისტების, ექსპერტებისათვის და თარჯიმნისათვის მისაცემი თანხები;
გ) ადგილობრივ დათვალიერებაზე გაწეული ხარჯები;
5.12. დაბულების 5.11 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს მხარეები გაიღებენ თანაბრად, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
5.13. სპეციალისტების, ექსპერტებისა და თარჯიმნის სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე;
5.14. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა, აგრეთვე შეამციროს მოსაკრებლის ოდენობა;
5.15. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმის ან საქმის მორიგებით დამთავრების შემთხვევაში მხარის მოთხოვნით საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეიძლება შემცირდეს 40%-ით, გარდა დებულების 5.5 მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა;
5.16. ადგილზე დათვალიერების ხარჯებში შედის არბიტრების მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები, აგრეთვე დღიური თანხა;
5.17. საარბიტრაჟო მოსაკრებელი წინასწარ შეაქვს საარბიტრაჟო მოსარჩელეს, ხოლო დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები – მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა; თუ ასეთი მოქმედების შესრულება ხდება არბიტრაჟის ინიციატივით, მაშინ თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბრად;
5.18. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე; თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება საარბიტრაჟო სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა;
5.19. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, თუ არბიტრაჟი შეცვლის სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, იგი, შესაბამისად, შეცვლის საარბიტრაჟო ხარჯების განაწილებასაც;
5.20. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს საარბიტრაჟო მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი საარბიტრაჟო მოპასუხეს დააკისრებს საარბიტრაჟოO მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.
5.21. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის პროცესში მოხდება საქმეში სხვა მხარის ჩაბმა, რომელიც არ ცნობს არბიტრაჟის კომპეტენციას, რის შედეგად საქმე სასამართლოს ქვემდებარე გახდება, მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი არბიტრაჟის მიერ გაწეული ხარჯების გამოკლებით (16.12.2010)
შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 01.06.2010
მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
მთავარი მონაცემები
- თანხა 150 ლარს
- თანხა 500 ლარზე
- თანხა 15 000 ლარს
- განაკვეთი 2%
- განაკვეთი 1,8 %
- განაკვეთი 1.5 %
- განაკვეთი 1 %
- განაკვეთი 3%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 30. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა
- მუხლი 4. არბიტრის აცილება
- მუხლი 6. საპროცესო უზრუნველყოფა
- მუხლი 7. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 8. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 9. მხარეები, წარმომადგენლობა, თანამონაწილეობა
- მუხლი 10. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
- მუხლი 11. ექსპერტიზის დანიშვნა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელი
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 5, №0, 01.06.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209311/muxli-5/