6.1. თუ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მეორე მხარემ შესაბამისი საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულებით, და მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდის დადებით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სადეპოზიტო ანგარიშზე;
6.2. რბიტრაჟმა შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა;
6.3. თუ მოიხსნა საფუძველი, რომლის გამოც განხორციელდა უზრუნველყოფა, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა ასეთი უზრუნველყოფა, ვალდებულია დააბრუნოს უზრუნველყოფის გარანტია