7.1 საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში;
7.2 საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი;
7.3 საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით;
7.4 თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო ან პირველი სამუშაო დღე;
7.5 საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა,– შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე; თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება;
7.6 საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება;
7.7 არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა არბიტრაჟმა შეიძლება გააგრძელოს მხარეთაA თხოვნით ან თავისი ინიციატივით;
7.8 საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების კანონით ან დებულებით დადგენილი ვადა, თუ კანონით ან დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, არბიტრაჟმა შეიძლება აღადგინოს, ხოლო არბიტრაჟის მიერ დადგენილი ვადა გააგრძელოს, თუ ცნობს, რომ საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა– საპატიო მიზეზით;
7.9 ვადის აღდგენის ან გაგრძელების შესახებ განცხადების შეტანასთან ერთად უნდა შესრულდეს ის საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია;
7.10 საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა
შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 01.06.2010
მუხლი 7. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა
- მუხლი 4. არბიტრის აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 6. საპროცესო უზრუნველყოფა
- მუხლი 8. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 9. მხარეები, წარმომადგენლობა, თანამონაწილეობა
- მუხლი 10. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
- მუხლი 11. ექსპერტიზის დანიშვნა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელი
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 7, №0, 01.06.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209311/muxli-7/