6.1. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით და დებულებით დადგენილ ვადაში.
6.2. კანონით ან დებულებით დადგენილი დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.3. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
6.4. თუ საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა კანონით ან დებულებით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს არბიტრაჟი. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის მხარეების ან კანონის მიერ დაწესებული ვადა და იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
6.5. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს ამ დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.
6.6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით.
6.7. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
6.8. ყველა დაუმთავრებელი საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება არბიტრაჟის დადგენილების გამოტანის დღიდან, შეჩერებული ვადის დენა განახლდება წარმოების განახლების დღიდან.
6.9. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით, დებულებით ან არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
6.10. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა არბიტრაჟმა შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
6.11. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის კანონით ან დებულებით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით ან დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს არბიტრაჟმა, თუ ცნობს რომ საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.
6.12. განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება ამ ვადის გასვლis Semdeg არბიტრაჟში. saproceso vadis aRdgenis Sesaxeb gancxadeba arbitraJma SeiZleba daakmayofilebas, Tu cnobs, rom saproceso vadis gaSveba sapatio mizeziT moxda. sapatiod mizezad CaiTvleba am debulebis 11.7. punqtSi miTiTebuli garemoebebi.
6.13. ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანასთან ერთად უნდა შესრულდეს ის საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია.
6.14. განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
6.15. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) მხარეთათვის შეუტყობინებლად.
6.16. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა
შპს “თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულება · რედაქცია 26.01.2012
მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს “თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულება“, მუხლი 6, №0, 26.01.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1568154/muxli-6/