7.1. არბიტრაჟი, არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო უწყებით (წერილობითი შეტყობინებით) აცნობებს მხარეს არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროსა და ადგილს.
7.2. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს.
7.3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს არბიტრაჟის შესაბამისი თანამშრომელი.
7.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, უკანასკნელ საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას.
7.5. საარბიტრაჟო შეტყობინება და საქმის მასალები ჩაბარებულად ითვლება, თუ ისინი ჩაბარებულ იქნა დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
7.6. საარბიტრაჟო შეტყობინებასთან ერთად მოპასუხეს ეგზავნება საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად (გზავნილი). შეტყობინებაში მიეთითება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების ინტერნეტში საჯაროდ გამოქვეყნების ელექტრონული მისამართი. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაეცემა დებულების ბეჭდური ვერსია.
7.7. საარბიტრაჟო შეტყობინების და გზავნილის სანიმუშო ფორმას და შინაარსს ადგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალოს გზავნილის შინაარსი.
7.8. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, მხარეს ეგზავნება არბიტრაჟში (მუდმივმოქმედ არბიტრაჟში) მეორე მხარისაგან შემოსული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი მიღებიდან 5 დღის ვადაში.
7.9. საარბიტრაჟო უწყება და გზავნლი იგზავნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად.
7.10. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
7.11. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.
7.16. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ამ დებულების 7.4 მუხლის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების გარდა არბიტრაჟი უფლებამოსილია, მოსარჩელის მოთხოვნისა და მის მიერ შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების შემთხვევაში, განახორციელოს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით, რის შესახებაც არბიტრაჟს გამოაქვს განკარგულება. საარბიტრაჟო უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება gazeTSi gamoqveynebidan me-7 dRes
შპს “თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულება · რედაქცია 26.01.2012
მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს “თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულება“, მუხლი 7, №0, 26.01.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1568154/muxli-7/