12.1. საარბიტრაჟო განხილვა იწყება განსახილველ საქმეზე პირველი საარბიტრაჟო სხდომის დღეს.
12.2. საარბიტრაჟო სხდომის თავმჯდომარე ხსნის და უძღვება სხდომას, აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, იმას, თუ ვინ გამოცხადდა სხდომაზე გამოძახებულ პირთაგან, მხარეებს განუმარტავს აცილების უფლების შესახებ.
12.3. მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის თუ გამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, არბიტრაჟმა შეიძლება დააკმაყოფილოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები მიზნად არ ისახავს საქმის განხილვის გაჭიანურებას. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.
12.4. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის არსის შესახებ სხდომის თავმჯდომარის (კოლეგიური შემადგენლობის შემთხვევაში – ერთ-ერთი წევრის) მოკლე მოხსენებით, რის შემდეგაც არბიტრაჟი მოისმენს მოსარჩელის და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს. მოსარჩელის შემდეგაც, სიტყვა ახსნა-განმარტებისათვის ეძლევა მოპასუხესა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირს.
12.5. ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ იწყება შეკითხვების სტაdია. შეკითხვებს პირველად სვამს მოსარჩელე, ხოლო შემდეგ მოპასუხე. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ დროს დაუსვას მხარეებს შეკითხვები.
12.6. შეკითხვების შემდგომ, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით არბიტრაჟს შეუძლია გამოაქვეყნოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შემდგომაც იწყება მხარეთა პაექრობა. პაექრობისათვის სიტყვა ეძლევა მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს, ხოლო შემდგომ მოპასუხეს და მის წარმომადგენელს. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე და მისი წარმომადგენელი გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზეც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.
12.7. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით.
12.8. მხარეთა პაექრობის შემდეგ არბიტრაჟი გადის გადაწყვეტილების მისაღებად. სხდომაზე გამოცხადდება მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. არბიტრაჟს შეუძლია გადაწყვეტილების გამოცხადება გადადოს არა უმეტეს 14 დღით, რის შესახებაც უნდა აცნობოს მხარეებს
შპს “თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულება · რედაქცია 26.01.2012
მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 13. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 14. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
- მუხლი 15. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 16. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 17. საქმის წარმოების შეჩერება და განუხილველად დატოვება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს “თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულება“, მუხლი 12, №0, 26.01.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1568154/muxli-12/