8.1              არბიტრაჟი, არბიტრი ან მუდივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო უწყებით (წერილობითი შეტყობინებით) აცნობებს მხარეს და/ან მის წარმომადგენელს არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ;
8.2              საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს;
8.3              საარბიტრაჟო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით;
8.4              საარბიტრაჟო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე;
8.5              საარბიტრაჟო უწყება ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ადრესატს პირადად, ან მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას მყოფ ოჯახის სრულწლოვან წევრს. იურიდიული პირის მიერ უწყება მიღებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში  ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს;
8.6              აუცილებლობის შემთხევვაში მხარეები, დებულების 8.1 და 8.2 პუნქტებში მითითებული პირები შეიძლება დაბარებულ იქნენ ტელეფონოგრამით ან დეპეშით. თუ შეტყობინების მიმღებს აქვს ფაქსის აპარატი, მაშინ არბიტრაჟს შეუძლია განახორციელოს შეტყობინება ფაქსის მეშვეობით. ფაქსით საარბიტრაჟო შეტყობინების დროს აუცილებელია შეტყობინების დადასტურება იმ პირის მიერ, ვისაც ასეთი შეტყობინება გაეგზავნა;
8.7              მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ხოლო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე აწერს ხელს უწყების მეორე მხარეს;
8.8              მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართების შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობის შემთხვევაში უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი იმ მისამართზე აღარ იმყოფებოდეს;
8.9              თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება;
8.10          თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის;
8.11          თუ შეუძლებელია ადრესატის მისამართის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაიგზავნა მის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი, ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას;
8.12          საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში საქმის განხილვის დრო ეცნობებათ არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებსა და/ან მათ წარმომადგენლებს, რაც შეიტანება სხდომის ოქმში და დამატებით შეტყობინებას არ საჭიროებს.
კარი მეორე
მხარეებ