12.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო სარჩელი;
12.2. საარბიტრაჟო სარჩელი შედგენილ უნდა იქნეს წერილობით ფორმით და უნდა შეიცავდეს:
12.2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელებას;
12.2.2. საარბიტრაჟო მოსარჩელის გვარს, სახელსა (იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას) და მისამართს, აგრეთვე ყველა საკონტაქტო მონაცემს: ტელეფონს, მობილურ ტელეფონს, ფაქსს, ელექტრონულ ფოსტას (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
12.2.3. წარმომადგენლის გვარს, სახელს, მისამართს და სხვა საკონტაქტო მონაცემს (თუ პრეტენზია შეაქვს წარმომადგენელს);
12.2.4. საარბიტრაჟო მოპასუხის გვარს, სახელსა (იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას) და მისამართს, აგრეთვე ყველა საკონტაქტო მონაცემს: ტელეფონს, მობილურ ტელეფონს, ფაქსს, ელექტრონულ ფოსტას (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
12.2.5. საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნას;
12.2.6. მითითებას გარემოებებზე, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას;
12.2. 7. მითითებას მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;
12.2. 8. მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;
12.2. 9. არჩეული არბიტრის (არბიტრების) სახელს, გვარს, მისამართსა და სხვა მონაცემებს, თუ არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო მოსარჩელე;
1.2.3. 10. საარბიტრაჟო სარჩელზე დართული საბუთების ნუსხას;
12.3. საარბიტრაჟო სარჩელს აუცილებლად უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:
12.3.1. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი– დოკუმენტი;
12.3.2. საარბიტრაჟო შეთანხმება;
12.3.3. საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული მტკიცებულებების ასლები;
12.3. 4. წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, თუ პრეტენზია შეაქვს– წარმომადგენელს;
12.4. საარბიტრაჟო სარჩელში შეიძლება იყოს აგრეთვე საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა არბიტრაჟისადმი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი), რათა მან:
12.4.1. დაავალოს საარბიტრაჟო მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას;
12.4.2. გამოითხოვოს მტკიცებულებები მესამე პირებისაგან და დაიბაროს– მოწმეები;
12.4.3. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნით მიმართოს– სასამართლოს;
12.5. საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლები წარმოდგენილი უნდა– იქნეს იმდენი პირით, რამდენი მოპასუხეცაა საქმეში;
12.6.. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო მოსარჩელეს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს;
12.7. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 3 დღის ვადაში თავისი განკარგულებით მიიღოს იგი წარმოებაში, უარი თქვას მის მიღებაზე ან დაუნიშნოს საარბიტრაჟო მოსარჩელეს ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად;
12.8.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს (საჩივარს), თუ:
აღნიშნულ დავაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან მხარეთა მორიგების გამო;
12.8.2. მოცემულ დავაზე არსებობს სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების თაობაზე მხარეები არ შეთანხმებულან ან დარღვეულია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 90-დღიანი ვადა;
12.8.3. საქმე სასამართლოს ან საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა არბიტრაჟის განსჯადია;
12.8. 4. საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
12.9.. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს მოტივირებული განკარგულება, რომელიც ჰბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს მის მიერ შეტანილ ყველა საბუთთან ერთად;
12.10. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევვაში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უბრუნდება შეტანილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%