17.1.არბიტრაჟის სხდომას ხელმძღვანელობს არბიტრაჟის თავმჯდომარე;
17.2მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთნ დაკავშირებით წამოჭრილ სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დაკმაყოფილდეს არბიტრაჟის მიერ. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით– საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს;
17.3. საქმის განხილვის გადადების შემთხევაში არბიტრაჟი დაკითხავს გამოძახებულ მოწმეებს; არბიტრაჟი დაავალებს აგრეთვე მხარეებს დანიშნულ ვადაში წარმოადგინონ ახალი მტკიცებულებები, რათა მეორე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა ახალი სხდომის დაწყებამდე გაეცნოს ამ მასალებს, ამასთან, მიუთითონ სახელი, გვარი და მისამართი იმ მოწმისა, რომლის დაკითხვაც მათ სურთ;
17.4.არბიტრაჟის თავმჯდომარის (არბიტრის) მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა; პირველად არბიტრაჟი მოისმენს საარბიტრაჟო მოსარჩელის და/ან მისი წარმომადგენლის, ხოლო შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხისა და/ან მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს;
17.5. თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მეორე მხარეს; არბიტრაჟის თავმჯდომარეს (არბიტრს) უფლება აქვს მოხსნას უადგილო და შეუფერებელი შეკითხვები, რომლებიც არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას;
17.6. არბიტრაჟის წევრებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს დაუსვან შეკითხვა მხარეებს;
17.7. მხარეთა და სხვა პირთაA ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევას, რის შემდეგ იწყება პაექრობა, რომელიც შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან;
17.8. პაექრობაში პირველად გამოდის საარბიტრაჟო მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი;
17.9. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ რჩებათ რეპლიკის უფლება; უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნის საარბიტრაჟო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს;
17.10. პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ არბიტრაჟი ნიშნავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რითაც საარბიტრაჟო განხილვა მთავრდება;
17.11.არბიტრაჟი ყველა ზომას იღებს, რათა საქმის განხილვა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად ერთ საარბიტრაჟო სხდომაზე;
17.12. აუცილებლობის შემთხვევაში არბიტრაჟის სხდომები შეიძლება ჩატარდეს არასამუშაო დღეებშიც