14.1 საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ან არბიტრაჟს განცხადებით საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ;
14.2. განცხადებას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ან არბიტრაჟი განცხადების შეტანიდან 24 საათში;
14.3. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ან არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება, ხოლო უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხევვაში – დადგენილება.
14.4. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საარბიტრაჟო მოპასუხეს ან მესამე პირს შეუძლია შეიტანოს შპს „მედიატორილთან“ არსებულ მუდმივმოქმედ არბიტრაჟში საარბიტრაჟო საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
14.4.1. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების გამომტანი კერძო არბიტრაჟის ზუსტ დასახელებას;
14.4.2. მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის– უზრუნველყოფის თაობაზე;
14.4.3. გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე;
14.5. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენს 3 დღეს; ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების საარბიტრაჟო მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან, ხოლო მესამე პირისათვის – იმ მომენტიდან, როდესაც მან შეიტყო ამ გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე;
14.6. საარბიტრაჟო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ან არბიტრაჟს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფის უკვე მიღებული ღონისძიებები;
14.7. მხარის დასაბუთებული თხოვნით დასაშვებია უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორეთი, რაც შეიძლება მოხდეს ზეპირი მოსმენის გარეშე;
14.8. საკითხს იმის შესახებ, თუ პრეტენზიის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟი;
14.9. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
14.9.1. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვენდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;
14.9.2. ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისათვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
14.9.3. ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესამარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
14.9.4. მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
14.10. თუ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილებაზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ– მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ ან არბიტრაჟმა გააუქმა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა პრეტენზიის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად;
14.11. მუდმივმოქმედი არბიტარაჟის თავმჯდომარეს ან არბიტრაჟს შეუძლია მოსთხოვოს პრეტენდენტს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
14.12. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსათვის მიმართვის გზით