18.1. არბიტრაჟს გადაწყვეტილება საქმეზე გამოაქვს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 15 დღის ვადაში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;
18.2. არბიტრაჟს, რომელშიც ერთზე მეტი წევრია, გადაწყვეტილება გამოაქვს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით;
18.3. არბიტრი, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, წერილობით აყალიბებს თავის განსხვავებულ აზრს, რომელიც დაერთვება საქმეს;
18.4. არბიტრაჟის არცერთ წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან;
18.5. გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ არბიტრაჟს, გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებს ამ არბიტრაჟის თავმჟდომარე ან ერთ-ერთი არბიტრი და ხელს აწერენ არბიტრები. განსხვავებული აზრის მქონე არბიტრს უფლება აქვს უარი თქვას გადაწყვეტილების ხელმოწერაზე;
18.6. არბიტრაჟს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია და იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა;
18.7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო განხილვა დამთავრდა მხარეთა მორიგებით.
18.8. მოტივირებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დამთავრებიდან 3 დღის ვადაში;
18.9. მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობისას მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს არბიტრაჟს გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის განმარტება;
18.10. არბიტრაჟი განმარტების მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში იძლევა განმარტებას ან გამოაქვს გადაწყვეტილება განმარტებაზე უარის თქმის შესახებ;
18.11. არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთაA თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
18.11.1. იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებები და მისცეს ახსნა-განმარტებები, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
18.11.2. არბიტრაჟმა, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა ან გადასაცემი ქონება;
18.11.3. არბიტრაჟს არ გადაუწყვეტია საარბიტრაჟო ხარჯების საკითხი;
18.12. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. ამ ვადის აღდგენა არ დაიშვება;
18.13. დამატებითი გადაწყვეტილება არბიტრაჟს გამოაქვს საარბიტრაჟო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას;
18.14. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, არბიტრაჟს უფლება აქვს მხარის ან საკუთარი ინიციატივით გამოასწოროს შეცდომა, დაშვებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, მოცემულ გაანგარიშებაში, აგრეთვე ნაბეჭდი ან სხვა ამგვარი შეცდომა;
18.15. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ მხარეთა შორის არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სხვა არბიტრაჟის მიერ გადასინჯვის შესახებ;
18.16. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობით შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს კანონის დებულებათა გათვალისწინებით
შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 01.06.2010
მუხლი 18. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მთავარი მონაცემები
- ვადა 15 დღის ვადაში
- ვადა 3 დღის ვადაში
- ვადა 10 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 13. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 15. საქმის მომზადება არბიტრაჟის სხდომაზე განსახილველად
- მუხლი 16. გამოუცხადებლობა და დოკუმენტების წარმოუდგენლობა
- მუხლი 17. არბიტრაჟის სხდომა
- მუხლი 19. საქმის წარმოების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
- მუხლი 20. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 21. საქმის წარმოების გადადება და შეჩერება
- მუხლი 21. 1 საარბიტრაჟო განხილვის განახლება (01.06.2010)
- მუხლი 22. არბიტრაჟის სხდომის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 18, №0, 01.06.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209311/muxli-18/