211.1. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე გაასაჩივრებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და სასამართლო შეაჩერებს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვას იმ მიზნით, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, არბიტრაჟი განაახლებს დავის საარბიტრაჟო განხილვას.
211..2.საარბიტრაჟო საქმის განხილვის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არბიტრაჟს ამის თაობაზე გამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
211.3. განახლებული საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას არბიტრაჟი უგზავნის როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის დამამტკიცებელ დოკუმენტთან ერთად.
211.4. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ არ ცნო არბიტრაჟის გადაწყვეტილება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ა.გ) და ა.ე) პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, არბიტრაჟი, საქმის სასამართლოდან არბიტრაჟში დაბრუნების შემდეგ, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე განაახლებს საქმის წარმოებას და განიხილავს საქმეს ზემოაღნიშნული საფუძვლების აღმოფხვრის მიზნით.
211.5. საქმის განხილვის განახლების თაობაზე არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის წინა გადაწყვეტილებას.
211.6. განახლებული საქმის განხილვას აგრძელებს, როგორც წესი, იგივე არბიტრი, რომელიც მონაწილეობდა საქმის წინა განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ იგივე არბიტრის მინაწილეობა საქმეში შეუძლებელია, საქმის განმხილველ არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან
შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 01.06.2010
მუხლი 21. 1 საარბიტრაჟო განხილვის განახლება (01.06.2010)
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 21. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 19. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 19. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 19. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 20. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და შეჩერება, საარბიტრაჟო განხილვის განახლება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. გამოუცხადებლობა და დოკუმენტების წარმოუდგენლობა
- მუხლი 17. არბიტრაჟის სხდომა
- მუხლი 18. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 19. საქმის წარმოების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
- მუხლი 20. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 21. საქმის წარმოების გადადება და შეჩერება
- მუხლი 22. არბიტრაჟის სხდომის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 21, №0, 01.06.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209311/muxli-21-2/