19.1. არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებული იქნეს სასამართლოში. სასამართლოს უფლება აქვს გააუქმოს ან შეაჩეროს არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ,,არბიტრაჟის შესახებ” კანონის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად.
19.2. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა თავის მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ არბიტრაჟი განაახლებს საქმის განხილვას სასამართლოს მიერ მიცემული ვადით, კანონით და ამ დებულებით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად.
19.3.საარბიტრაჟო საქმის განხილვის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
19.4. განახლებული საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას არბიტრაჟი უგზავნის როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის დამამტკიცებელ დოკუმენტთან ერთად.
19.5. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ არ ცნო არბიტრაჟის გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ“, „ა.ე“ ან/და „ბ.ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, არბიტრაჟი, საქმის სასამართლოდან არბიტრაჟში დაბრუნების შემდეგ, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე განაახლებს საქმის წარმოებას და განიხილავს საქმეს ზემოაღნიშნული საფუძვლების აღმოფხვრის მიზნით.
19.6. განახლებული საქმის განხილვას აგრძელებს, როგორც წესი, იგივე არბიტრი, რომელიც მონაწილეობდა საქმის წინა განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ იმავე არბიტრის მონაწილეობა საქმეში შეუძლებელია, საქმის განმხილველ არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრაჟის არბიტრთა სიიდა