15.1არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე;
15.2.დავის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების მიზნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) თავმჯდომარე:
15.2.1. საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 დღის ვადაში გადაუგზავნის საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული საბუთების ასლებს, აგრეთვე დებულებას და აცნობებს დანიშნული არბიტრის ვინაობას;
15.2.2. დაუნიშნავს საარბიტრაჟო მოპასუხეს ვადას შესაგებლის წარმოსადგენად და საქმის განმხილველი არბიტრის დასანიშნად (თუ საქმეს ერთზე მეტი არბიტრი იხილავს);
15.3 საარბიტრაჟო მოპასუხის წერილობით პასუხში უნდა იყოს მითითებული:
15.3.1. ცნობს თუ არა საარბიტრაჟო სარჩელს;
15.3.2. თუ საარბიტრაჟო სარჩელს არ ცნობს, რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი საარბიტრაჟო სარჩელის წინააღმდეგ;
15.3.3. მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება ეს გარემოებები;
15.3.4. არბიტრაჟის სხდომაზე გამოსაძახებელი მოწმის ვინაობა და მისამართი;
15.3.5. სხვა საკითხები, რომლებსაც მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საარბიტრაჟო წარმოებისათვის;
15.4.. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის არსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს იგი შესაგებელთან ერთად;
15.5. არბიტრაჟის სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) თავმჯდომარეს შეუძლია;
15.5.1.დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;
15.5.2. გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებები;
15.5.3. კანონით ან დებულებით განსაზღვრულ შემთხევაში მიმართოს სასამართლოს;
15.5.4. შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს არბიტრაჟში საქმის განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;
15.5.5. დანიშნოს ექსპერტიზა;
15.5.6. ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;
15.5.7. გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი;
15.5.8. დაიბაროს მოწმეები და სპეციალისტები საარბიტრაჟო სხდომაზე;
15.6. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) თავმჯდომარეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ არბიტრაჟის სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას;
15.7. ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და სხვა)– არბიტრაჟს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი;
15.8..არბიტრაჟის სხდომას ნიშნავს არბიტრაჟი დადგენილებით;
15.9. დებულებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას არბიტრაჟის სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს არბიტრაჟმა შეიძლება შეწყვიტოს საქმის წარმოება ან საარბიტრაჟო სარჩელი განუხილველად დატოვოს