9.1 არბიტრაჟი დავის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირის საარბიტრაჟოO სარჩელის (საჩივრის) და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე; მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები;
9.2 თუ საქმის საარბიტრაჟო განხილვის დროს გაირკვევა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, რომელიც განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ;
9.3 საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე შეცვალოს საარბიტრაჟოO სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნის ოდენობა; ამასთან, არბიტრაჟი აღნიშნულს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოდგენილი იქნება წერილობითი ფორმით, მასზე გადახდილი იქნება საარბიტრაჟო მოსაკრებელი და ეს არ გამოიწვევს კანონით ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილი საქმის განხილვის ვადის დარღვევას;
9.4 საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლის, აგრეთვე საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს საარბიტრაჟო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა;
9.5 დაუშვებელია საარბიტრაჟო სარჩელის ისეთი ცვლილება, რაც საარბიტრაჟო სარჩელს საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს აცილებს;
9.6 მხარეებს შეუძლიათ არბიტრაჟში დავა აწარმოონ როგორც უშუალოდ, ისე წარმომადგენლის მეშვეობითაც;
9.7 ადვოკატის უფლებამოსილება მხარის სახელით საქმის წარმოებაზე დასტურდება „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
9.8 მინდობილობას საქმის წარმოებაზე იურიდილი პირის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი;
9.9 ფიზიკური პირის უფლებამოსილება დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით;
9.10 საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;
ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იგივე საფუძვლიდან;
გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი;
9.11. თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.
კარი მესამე
მტკიცებულებებ
შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 01.06.2010
მუხლი 9. მხარეები, წარმომადგენლობა, თანამონაწილეობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა
- მუხლი 4. არბიტრის აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 6. საპროცესო უზრუნველყოფა
- მუხლი 7. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 8. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 10. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
- მუხლი 11. ექსპერტიზის დანიშვნა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 13. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 9, №0, 01.06.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209311/muxli-9/