10.1          თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
10.2          ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით;
10.3          საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
10.4          საარბიტრაჟო განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები. არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) შეუძლია შესთავაზოს მხარეებსწარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები;
10.5          არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია ნებაყოფლობით გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;
10.6          თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და წარმოდგენა, არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა– გამოთხოვის მიზნით;
10.7          კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს;
10.8          არბიტრაჟი არ მიიღებს, არ გამოითხოვს და საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვს, რაზედაც გამოაქვს მოტივირებული დადგენილება;
10.9          ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, არბიტრაჟმა შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას;
10.10      მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ; ესენია:
ა) ფაქტები, რომლებსაც არბიტრაჟი საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, თუ საარბიტრაჟო დავის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
გ) ფაქტები, იმის შესახებ, ჰქონდა თუა არა ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით;
10.11. არბიტრაჟი, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, მხარის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით მიმართავს სასამართლოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნით;
10.12. მხარის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის მოთხოვნით არბიტრაჟს წარედგინება წერილობითი ფორმით; ასეთი განცხადების– ზეპირი ფორმით წარდგენა – დასაშვებია საარბიტრაჟო განხილვის დროს, რაც შეიტანება საარბიტრაჟო სხდომის ოქმში;
10.13. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ – არბიტრაჟი იღებს დადგენილებას, ხოლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე განკარგულებას; ასეთი დადგენილების (განკარგულების) მიღებით საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა ჩერდება შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე;
10.14. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა არბიტრაჟის წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ; მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება; საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას