14.1. საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს, მათი შუამდგომლობით არბიტრაჟი იწვევს მოწმეებს, სპეციალისტს ან ექსპერტს; ნიშნავს ექსპერტიზას. არბიტრაჟის მიერ მტკიცებულებების გამოთხოვისა და ექსპერტიზის დანიშვნისას გამოიყენება „ არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.

14.2. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამ გარემოებების დამტკიცება შესაძლებელია თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტთა დასკვნებით. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს არ გააჩნია იურიდიული ძალა.

14.3. არბიტრაჟისათვის არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არბიტრაჟი მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრაჟის შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

14.4
. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია:

14.4.1. ფაქტები, რომლებსაც არბიტრაჟი საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
14.4.2. ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, თუ საარბიტრაჟო განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
14.4.3. ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს არბიტრაჟი იმ პირის ქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.
14.4. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და წარმოდგენა, არბიტრაჟს მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეუძლია, მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში. არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. მხარის განცხადება მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობითი ფორმით.
14.5. მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოსათვის დახმარების მიმართვის შესახებ მხარის წერილობით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:
14.6.1. მტკიცებულებანი, რომელთა მოპოვებაც აუცილებელია;
14.6.2. გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;
14.6.3. მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა სასამართლოს დახმარებით მოპოვების შესახებ;
14.6.4. მოწინააღმდეგემხარის გვარი, სახელი, მისამართი;

14.6.5. მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟი იღებს დადგენილებას.
მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა არბიტრაჟის წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.
თავი IV. არბიტრაჟის შემადგენლო