16.1. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა პირმა უნდა განაცხადოს წერილობით.
16.2
. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მონაცემები.

16.3
. არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად. არბიტრის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით