11.1          თუ დავის განხილვასთან დაკავშირებით არსებობს ან წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის– განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა, თუ საარბიტრაჟოO შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ექსპერტიზის დანიშვნა სავალდებულოა, თუ მხარეები ამას მოითხოვენ;
11.2          უარი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უნდა დასაბუთდეს;
11.3          ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინება ექსპერტს გამოსაკვლევად; აუცილებლობის ან მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში არბიტრაჟი ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს;
11.4          მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტიზის დასკვნას; მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება არბიტრაჟის სხდომაზე;
11.5          ექსპერტიზის დასკვნა არბიტრაჟისათვის სავალდებულო არ არის, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;
11.6          არბიტრაჟის უარი ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე დასაბუთებულ უნდა იქნას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში;
11.7          თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
11.8          თუ არბიტრაჟი არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ საარბიტრაჟოO შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
11.9          არბიტრაჟი ვალდებულია დანიშნოს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა თუ მხარები ამას მოითხოვენ;
11.10      ექსპერტებს აუნაზღაურდებათ არბიტრაჟში გამოცხადებისათვის მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და დღიური თანხა, აგრეთვე არბიტრაჟის დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის მიეცემათ ჰონორარი.
კარი მეოთხე
საარბიტრაჟო წარმოებ