1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
2. უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;
ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისათვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს, რომ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება
შპს საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დ ე ბ უ ლ ე ბ ა · რედაქცია 13.01.2011
მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა
- მუხლი 7. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა და გადავადება
- მუხლი 9. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების განაწილება მხარეთა შორის
- მუხლი 10. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო წარმოების ვადების გამოთვლა, ვადის გაგრძელება და აღდგენა
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
- მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება
- მუხლი 15. საარბიტრაჟო სხდომა და საქმის განსახილველად მომზადება
- მუხლი 16. შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 17. საჯარო შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დ ე ბ უ ლ ე ბ ა“, მუხლი 12, 13.01.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1179539/muxli-12/