2.1. არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და დებულებით გათვალისწინებული წესით (თუ საქმეში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) განიხილავს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის იმ ქონებრივ დავას, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის;
2.2. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (არბიტრაჟი) ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საარბიტრაჟო საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს;
2.3. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე (არბიტრაჟი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონით და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საპროცესო მოქმედება;
2. 4. არბიტრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობისა და დებულების საფუძველზე;
2.5. არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ მხარეთა შეთანხმებაში სხვა რამ არ არის დადგენილი;
2.6. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;
2.7. საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ქართულ ენაზე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; პირს, რომელმაც არ იცის საარბიტრაჟო განხილვის ენა, მიეჩინება თარჯიმანი;
2.8. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით;
2.9. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის;
2.10. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შეიძლება მესამე პირს აკისრებდეს რაიმე მოქმედების შესრულებას;
2.11. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის იურიდიული მისამართი
შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 01.06.2010
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა
- მუხლი 4. არბიტრის აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 6. საპროცესო უზრუნველყოფა
- მუხლი 7. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 8. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 9. მხარეები, წარმომადგენლობა, თანამონაწილეობა
- მუხლი 10. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
- მუხლი 11. ექსპერტიზის დანიშვნა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელი
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 2, №0, 01.06.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209311/muxli-2/