1.1. „არბიტრაჟი” – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა შორის წამოჭრილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;
1.2. „არბიტრი” – არბიტრაჟის წევრი;
1.3. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს „მედიატორილთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი;
1.4. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
1.5. „მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელედა საარბიტრაჟო მოპასუხე;
1.6. „საარბიტრაჟო მოსარჩელე”– მხარე, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
1.7. „საარბიტრაჟო მოპასუხე” – მხარე, რომლის მიმართაც აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი;
1.8. „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის არსებული დავის განხილვა;
1.9. „დებულება” – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება;
1.10. „კანონი” – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ”.;
1.11. „საარბიტრაჟო შეთანხმება” – „არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-2 თავში მოცემული წესის შესაბამისად დადებული შეთანხმება
შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 01.06.2010
მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა
- მუხლი 4. არბიტრის აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 6. საპროცესო უზრუნველყოფა
- მუხლი 7. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 8. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 9. მხარეები, წარმომადგენლობა, თანამონაწილეობა
- მუხლი 10. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
- მუხლი 11. ექსპერტიზის დანიშვნა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელი
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 1, №0, 01.06.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209311/muxli-1/