1.1. „არბიტრაჟი” – ერთი ან რამდენიმე წევრისგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
1.2. „არბიტრი”  – შპს „თბილისის მუდმივმოქმედ არბიტრაჟთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფი ან მხარის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს არბიტრაჟში განსახილველად შემოსული საქმე;
1.3. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი”;
1.4. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” – შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ თავმჯდომარე-დირექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
1.5. „კანონი” – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;
1.6. „სასამართლო” – ამ დებულების მე-3, მე-4, მე-10 და მე-12 მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს სარბიტრაჟო განხილვა; მე-8, მე-18 და მე-20 მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები;
1.7  . „დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს;
1.8. „მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე და მოპასუხე;
1.9  . საარბიტრაჟო მოსარჩელე – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
1.10.    ,,მტკიცებულება” – ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების სამართლიანობასა და დასაბუთებულობას;
1.11.    „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა;
1.12.    „საარბიტრაჟო შეთანხმება” (საარბიტრაჟო დათქმა) – დავამდელი ან დავის შემდგომი წერილობითი შეთანხმება მხარეთა შორის, ამა თუ იმ დავის საარბიტრაჟო განხილვის გზით მოწესრიგების შესახებ.
1.13.    „დებულება” –  მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება