5.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.
5.2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან, აგრეთვე, არბიტრაჟის გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებასთან დაკავშირებული ხარჯები.
5.3. არბირტაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა მოპოვებასთან გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
5.4. საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასა ან თავისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გაწიოს რაიმე ხარჯი, გარდა არბიტრაჟის გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმების ხარჯისა.
5.5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე;
დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
ე) საარბიტრაჟო საჩივარზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე;
ვ) განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ და საჩივარზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ;
ზ) განცხადებაზე ან შუამდგომლობაზე სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებისათვის;
თ) განცხადებაზე საპროცესო ვადების აღდგენის თაობაზე.
5.6 მოსაკრებლის ოდენობა ქონებრივ დავებზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 1,5 %-ს (ერთ-ნახევარი პროცენტი), მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა.
5.7 მოსაკრებლის ოდენობა 5.5 პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 1,5%-ს (ერთ-ნახევარი პროცენტი), მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა;
5.8 მოსაკრებლის ოდენობა 5.5 პუნქტის “დ” და “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს - 150 (ას ორმოცდაათი) ლარს;
5.9 მოსაკრებლის ოდენობა 5.5 პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს 150 (ასორმოცდაათი) ლარს;
5.10 მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 (ორასი ათასი) ლარს.
5.11 დებულებაში აღნიშნული თანხები მითითებულია დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.
5.12. დავის საგნის ფასს მიუთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
5.13. თუ არბიტრაჟის მიერ განსახილველი დავა გამომდინარეობს სხვადასხვა ვალდებულებებიდან (ხელშეკრულებიდან) და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე ძირითადი დავა უკვე განხილულია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ, მაშინ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო თუ ძირითადი დავა განხილულია არა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, არამედ რომელიმე სხვა ორგანოს მიერ, მაშინ ამ დავაზე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ თავისი კომპეტენციის ცნობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსაკრებელი განისაზღვრება სადავო საგნის ღირებულების 1,5%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.
5.14. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.
5.15. თუ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.
5.16. ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.
5.17. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ნაწილობრივ გაანთავისუფლოს მხარე საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან.
5.18. ერთი მხარის ნაწილობრივ გათავისუფლება საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან, მეორე მხარის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
5.19. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან განაწილადოს არბიტრაჟის ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მისი ოდენობა.
5.20. მოსაკრებლის ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე, ხოლო თუ მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა შემცირდება 30%-ით (ოცდაათი პროცენტით) და მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს.
5.21. მხარეთა მორიგების შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 25%-ით (ოცდახუთი პროცენტით), რაც წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკან დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.
5.22. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50% (ორმოცდაათი პროცენტი).
5.23. ამ მუხლის 5.20-5.22 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში არბიტრაჟის დარჩენილი მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს 5.6 პუნქტში მითითებულ მინიმალურ თანხაზე ნაკლები.
5.24. თუ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმა, საარბიტრაჟო სარჩელის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.
5.25. არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
5.26. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა.
5.27. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.
5.28. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ურთიერთგანაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად
შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ის დებულება · რედაქცია 11.07.2011
მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 1,5 %
- განაკვეთი 1,5%
- განაკვეთი 30%
- განაკვეთი 25%
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 19. დავის საგნის ფასის განსაზღვრა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
- მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ის დებულება“, მუხლი 5, №0, 11.07.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1401749/muxli-5/