1.1. „არბიტრაჟი” – ერთი ან რამდენიმე წევრისგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
1.2. „არბიტრი” – შპს “თბილისის მუდმივმოქმედ არბიტრაჟთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფი ან მხარის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს არბიტრაჟში განსახილველად შემოსული საქმე;
1.3. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი”;
1.4. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” – შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ თავმჯდომარე-დირექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
1.5. „კანონი” – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;
1.6. „სასამართლო” – ამ დებულების მე-3, მე-4, მე-10 და მე-12 მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს სარბიტრაჟო განხილვა; მე-8, მე-18 და მე-20 მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები;
1.7 . „დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს;
1.8. „მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე და მოპასუხე;
1.9 . საარბიტრაჟო მოსარჩელე – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
1.10. ,,მტკიცებულება” – ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების სამართლიანობასა და დასაბუთებულობას;
1.11. „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა;
1.12. „საარბიტრაჟო შეთანხმება” (საარბიტრაჟო დათქმა) – დავამდელი ან დავის შემდგომი წერილობითი შეთანხმება მხარეთა შორის, ამა თუ იმ დავის საარბიტრაჟო განხილვის გზით მოწესრიგების შესახებ.
1.13. „დებულება” – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება
შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ის დებულება · რედაქცია 11.07.2011
მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ის დებულება“, მუხლი 1, №0, 11.07.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1401749/muxli-1/