1. მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმის ან მხარეთა მორიგების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარეთა მორიგების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებელი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.
2. თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ განსაზღვრეს საარბიტრაჟო მოსაკრებლის და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების ოდენობა და წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.
3. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, ხოლო თუ სარჩელზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოპასუხემ სარჩელის აღძვრის შემდეგ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, მაშინ მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
4. თუ სარჩელზე უარის თქმა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
5. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 80%