1.  დირექტორს ცალკეულ შემთხვევებში, მხარის განცხადების საფუძველზე, შეუძლია გადადოს მოსაკრებლის გადახდა, განაწილადოს ან/და შეამციროს მოსაკრებლის ოდენობა.
2.  ერთი მხარისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემცირება მეორე მხარის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
3.  მოსაკრებლის გადადების ან განწილვადების შემთხვევაში მოსაკრებლის სრულად გადახდა უნდა მოხდეს საქმეზე გადაწყვეტილების  გაცემამდე.
4.  მოსაკრებლის ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე, ხოლო თუ მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა შემცირდება 30%-ით და მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს.
5.  მხარეთა მორიგების შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 25%-ით, რაც წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკან დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.
6. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%.
7.  ამ მუხლის მე-4-5-6 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში დარჩენილი მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს მე-5 მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ თანხაზე ნაკლები.
8.  თუ სარჩელზე უარის თქმა,  სარჩელის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.
9.  შპს “თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის” ექსკლუზიური პარტნიორებისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია განსხვავებული მოსაკრებლის დადგენ