1. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.
2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს შეადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
4. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) სპეციალისტების, ექსპერტებისა და თარჯიმნისათვის გაწეული ხარჯები;
ბ) ადგილობრივი დათვალიერების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
დ) ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.
5. საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასთან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით თვითონ გაწიოს რაიმე ხარჯი.
6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე;
დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ე)  საარბიტრაჟო საჩივარზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე.
ვ) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ და საჩივარზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
ზ) განცხადებაზე ან შუამდგომლობაზე სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებისათვის.
თ) განცხადებაზე საპროცესო ვადების აღდგენის თაობაზ