1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან სამი არბიტრისაგან, რომელთა რაოდენობასაც განსახილველი დავის სირთულიდან და/ან საარბიტრაჟო შეთანხმებიდან გამომდინარე განსაზღვრავს და ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
2. თუ მხარეთა შეთანხმებით არ არის განსაზღვრული არბიტრთა რაოდენობა, საქმის განხილვა იწარმოება სამი არბიტრის მიერ.
3. თუ არბიტრაჟი შედგება რამდენიმე არბიტრისაგან, მაშინ არბიტრაჟის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან მხარეები ნიშნავენ არბიტრების თანაბარ რაოდენობას.
4. მხარეებს უფლება აქვთ განცხადებით, სარჩელითა ან/და შეგებებული სარჩელით წარმოადგინონ სათანადო კომპეტენციის არბიტრობის კანდიდატი, რომელის დამტკიცებაც ხდება არბიტრაჟის დირექტორის მიერ.
5. მხარეები ამ დებულებით დადგენილი წესით ნიშნავენ თითო არბიტრს, ხოლო თავმჯდომარეს ნიშნავენ უკვე დანიშნული არბიტრები.
6. თუ დადგენილ ვადაში არ მოხდა თავმჯდომარის არჩევა, ან თანაბრად გაიყო ხმები, თავმჯდომარეს ნიშნავს არბიტრაჟის დირექტორი 10 დღის ვადაში. თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მხარის მიერ დანიშნული არბიტრი.
7. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეები წერილობით აცნობებენ დირექტორს.
8. მხარეს შეუძლია არბიტრის დანიშვნის უფლება გადასცეს სხვა პირს.
9. საქმის ერთი არბიტრის მიერ განხილვის შემთხვევაში, არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟის დირექტორი.
10. ყოველი პირი მის არბიტრად დანიშვნაზე იძლევა წერილობით თანხმობას და მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე წარუდგენს მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.
11. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ დირექტორი იღებს დადგენილებას.
12. იმ შემთხვევაში თუ დავას განიხილავს სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟი, მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი, დანიშვნის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. თუ მხარე ამ ვადაში არ დანიშნავს არბიტრს, ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის დანიშვნაზე უარის თქმად.
13. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ერთერთი მხარის მოთხოვნით საქმეზე არბიტრის დანიშვნა შეიძლება მოეთხოვოს სასამართლოს
შპს “თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის" დებულება · რედაქცია 27.06.2011
მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა და დანიშნის ვადა
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
- ვადა 30 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 2. საქმის წარმოების პრინციპები
- მუხლი 4. არბიტრის აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 5. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები
- მუხლი 6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა
- მუხლი 7. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. მოსაკრელის გადახდის გადადება, განწილვადება და მათი ოდენობის შემცირება
- მუხლი 9. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების განაწილება მხარეთა შორის
- მუხლი 10. საარბიტრაჟო წარმოების ვადების გამოთვლა, ვადის გაგრძელება და აღდგენა
- მუხლი 11. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს “თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის" დებულება“, მუხლი 3, №0, 27.06.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1386089/muxli-3/