1. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
2. არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა თანასწორობის გათვალისწინებით, რომლებიც საარბიტრაჟო წარმოებისას სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.
3. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის პროცედურებით. დებულებით გაუთვალისწინებელი საკითხის გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებებით, ანალოგიის წესით. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟი უფლებამოსილია განახორციელოს ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი პროცესუალური მოქმედება.
4. მხარეები საქმის წარმოებას იწყებენ ამ დებულებაში და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად არბიტრაჟში საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, საარბიტრაჟო მოპასუხეს შეუძლია სცნოს სარჩელი. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმე დაამთავრონ მორიგებით ან მორიგდნენ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მორიგების აქტი დასამტკიცებლად წარადგინონ არბიტრაჟში.
5. მხარეთა წერილობითი შეთანხმება, რომელიც ადგენს ამ დებულებით დადგენილი დავის განხილვისა და გადაწყვეტისაგან განსხვავებულ წესს, არბიტრაჟისათვის სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით
შპს “თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის" დებულება · რედაქცია 27.06.2011
მუხლი 2. საქმის წარმოების პრინციპები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა და დანიშნის ვადა
- მუხლი 4. არბიტრის აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 5. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები
- მუხლი 6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა
- მუხლი 7. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. მოსაკრელის გადახდის გადადება, განწილვადება და მათი ოდენობის შემცირება
- მუხლი 9. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების განაწილება მხარეთა შორის
- მუხლი 10. საარბიტრაჟო წარმოების ვადების გამოთვლა, ვადის გაგრძელება და აღდგენა
- მუხლი 11. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს “თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის" დებულება“, მუხლი 2, №0, 27.06.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1386089/muxli-2/