1. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება განუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარადგინოს არბიტრაჟში არა უგვიანეს 7 დღის ვადაში, იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნის ან იმ საფუძვლის შესახებ, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები.
2. არბიტრი ვალდებულია საარბიტრაჟო განხილვის მთელი ვადის განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებსა და არბიტრაჟს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საეჭვოს ხდის მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
3. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.
4. არბიტრაჟს შეუძლია ერთ-ერთი ან ორივე მხარის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) არბიტრმა განაცხადა თვითაცილება;
ბ) არბიტრი გარდაიცვალა;
გ) არბიტრს არ აქვს შესაძლებლობა განიხილოს დავა.
5. არბიტრის აცილების ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ
შპს"საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი" -ს დებულება · რედაქცია 23.02.2011
მუხლი 4. არბიტრის აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
მთავარი მონაცემები
- ვადა 7 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. არბიტრის აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 4. არბიტრის აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 4. არბიტრის აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 4. არბიტრის აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 6. არბიტრის აცილება
- მუხლი 11. სამსახურის თანამშრომლის თვითაცილება და აცილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 2. საქმის წარმოების პრინციპები
- მუხლი 5. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები
- მუხლი 6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა
- მუხლი 7. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა და გადავადება
- მუხლი 9. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების განაწილება მხარეთა შორის
- მუხლი 10. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო წარმოების ვადების გამოთვლა, ვადის გაგრძელება და აღდგენა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს"საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი" -ს დებულება“, მუხლი 4, №0, 23.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215747/muxli-4/