6.1. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი:

ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია;

ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელეა;

გ) მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლეობა; ან

დ) არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას.

6.2. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება ასევე იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გარემოებები, რომლებსაც შუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.

6.3. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.

6.4. არბიტრის აცილების პროცედურა განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დებულება წარმოადგენს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს. მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით შესაძლოა დადგენილ იქნეს არბიტრ(ები)ის აცილების ამ დებულებისგან განსხვავებული წესი. ყველა სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ მხარეები არბიტრების აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას გადასცემენ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს და არბიტრების აცილება ხდება წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.

6.5. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნის ან ამ დებულებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, ამ შემთხვევაში:

ა)
თუ არბიტრაჟი დაკომპლექტებულია სამი არბიტრით, აცილების საკითხს გადაწყვეტს საარბიტრაჟო კოლეგია
ამ ვადის ამოწურვიდან 5
დღეში, იმ არბიტრის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც განუცხადეს აცილება
. თუ აცილება განუცხადეს საარბიტრაჟო კოლეგიის შემადგენლობის უმრავლესობას ან სრულად საარბიტრაჟო კოლეგიას, აცილების საკითხს იხილავს საარბიტრაჟო კოლეგია ხმათა უმრავლესობით. აცილების სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, არბიტრი აცილებულად არ ითვლება. ასეთ შემთხვევაში და ასევე
თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა,  მხარეს, რომელიც აცხადებს აცილება
ს, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ საარბიტრაჟო კოლეგიის
გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 5
დღის ვადაში გაასაჩივროს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯომარესთან, რომელიც საჩივრის მიღებიდან 7 დღის ვადაში იხილავს აცილების საკითხს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა;

ბ) თუ საარბიტრაჟო კოლეგია შედგება
ერთი არბიტრისაგან
, არბიტრის მიერ აცილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5
დღის ვადაში მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარესთან. შესაბამისად, გამოიყენება ამ მუხლის „ა“ პუნქტით დადგენილი წესი.

6.6. საარბიტრაჟო კოლეგიის ან მისი რომელიმე წევრის
აცილების შესახებ გამოდის გადაწყვეტილება
. თუ აცილების საკითხი დაყენებულია ზეპირი განხილვისას, დადგენილების ნაცვლად შესაძლოა აცილების საკითხზე არბიტრის/არბიტრაჟის გადაწყვეტილება აისახოს არბიტრაჟის სხდომის ოქმში.
6.7
. არბიტრის აცილების შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომელიც გამოყენებული იქნა წინა დანიშვნისას