1
1.1. საარბიტრაჟო განხილვა, როგორც წესი, მიმდინარეობს ქართულ ენაზე, თუ მხარეები სხვა რამეს არ გაითვალისწინებენ საარბიტრაჟო შეთანხმებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, საარბიტრაჟო კოლეგიას, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დავის ქართულ ენაზე განხილვის შესახებ.

1
1.2. თუ რომელიმე დოკუმენტი შედგენილია სხვა ენაზე, ვიდრე საარბიტრაჟო განხილვის ენაა, და მხარემ, რომელმაც წარმოადგინა ეს დოკუმენტი და ამავდროულად არ წარმოადგინა მისი თარგმანი საარბიტრაჟო განხილვის ენაზე, საარბიტრაჟო კოლეგიას, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია დაავალდებულოს მხარე წარმოადგინოს ეს დოკუმენტი საარბიტრაჟო განხილვის ენაზე დამოწმებული თარგმანის სახით.

1
1.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოცხადდება ქართულ ენაზე და იმ ენაზე რომელზეც მიმდინარეობდა საარბიტრაჟო განხილვა. ამასთან, არბიტრი/არბიტრები ხელს მოაწერენ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. დაინტერესებულ მხარეს არბიტრაჟი მიაწვდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თარგმანს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე. ამასთან ტექსტებს შორის შეუსაბამობისას, უპირატესობა მიენიჭება გადაწყვეტილების ქართულენოვან ტექსტ