9.1. საარბიტრაჟო განხილვის წესები დადგენილია წინამდებარე დოკუმენტით. იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომელიც არ რეგულირდება ამ დოკუმენტით და მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით, არბიტრაჟს შეუძლია იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმებით დადგენილი წესებით.
9.2. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო შეთანხმებით გაითვალისწინონ საარბიტრაჟო განხილვის განსხვავებული წესები, მაგრამ იმ პირობით, რომ:
(ა) საარბიტრაჟო წარმოების მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით;
(ბ) თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა (ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე დოკუმენტების წარმოდგენით);
(გ) არ უნდა ემსახურებოდეს საარბიტრაჟო განხილვის გაჭიანურებას.
9.3. წინამდებარე დებულებით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდრული დღეების მიხედვით, გარდა წინამდებარე წესებით ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული განსხვავებული წესის