1
0.1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილს წარმოადგენს არბიტრაჟის ადგილსამყოფელი (იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი).

1
0.2. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო შეთანხმებაში დათქვან საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილი და მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა წარიმართება ამ ადგილას, თუ:

(ა) არ იქნება დაკავშირებული არბიტრაჟთან ან რომელიმე მხარისთვის მნიშვნელოვან ხარჯთან;

(ბ) არ იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ;

(გ) შესაძლებელი იქნება საარბიტრაჟო განხილვის ნორმალურ რეჟიმში წარმართვა.

1
0.3. ამ მუხლის 1
0.1. და 1
0.2 პუნქტების მიუხედავად, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია განისაზღვროს საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილი საქმის გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეებისთვის. საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეები, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლა