7.1. არბიტრაჟის თავმჯდომარეს თავისი ინიციატივით ან დავის ერთ-ერთი მხარის ანდა სხვა არბიტრების მოთხოვნით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მის ნაცვლად სხვა არბიტრის დანიშვნის შესახებ, თუ არსებობს შემდეგი შემთხვევები:
ა) არბიტრის პირადი განცხადება;
ბ) არბიტრის გარდაიცვალება;
გ) არბიტრის მძიმე ავადმყოფობა;
დ) არბიტრის მიერ დავის განიხილვაში მონაწილოების მიღების შეუძლებლობა;
ე) არბიტრი მონაწილეობას იღებდა განსახილველ დავაზე წარმოებულ მედიაციის პროცესში მედიატორად, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლად ან სხვა სტატუსით.
7.2. თუ მუდმივმოქმედი არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ არბიტრი განზრახ არღვევს საარბიტრაჟო შეთანხმების ან დებულების წესებს, ან არ იხილავს დავას ყველა მხარის მიმართ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, ან არ ასრულებს თავის ფუნქციას ჯეროვნად, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პირის არბიტრის თანამდებობასთან შეუსაბამობის და მისი სხვა არბიტრით შეცვლის შესახებ.
7.3. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში
ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომელიც გამოყენებული იქნა წინა დანიშვნისას