2.1. რეგისტრატურა ასრულებს არბიტრაჟის კანცელარიის ფუნქციას, რომლის საქმიანობასაც კონტროლს უწევს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
2.
2. ყოველგვარი კომუნიკაცია არბიტრაჟის თავმჯდომარეს, არბიტრებს, მხარეებსა და საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე სხვა პირებს შორის წარმოებს რეგისტრატურის მეშვეობით. არბიტრაჟს შუძლია მხარესთან ურთიერთობა დაამყაროს კომუნიკაციის სხვა საშუალებებითაც, თუ ეს აუცილებელია საქმის განხილვისათვის.
2.
3. ყველა დოკუმენტი, რომლიც წარედგინება არბიტრაჟს უნდა იყოს დარეგისტრირებული. არბიტრაჟისათვის უშუალოდ სხდომაზე გადაცემული დოკუმენტები, დაუყოვნებლივ, მაგრამ გადაცემიდან არაუგვიანეს ერთი დღისა, უნდა გადაეცეს რეგისტრატურას საკანცელარიო წიგნში (ფორმულარში) ან/და ელექტრონულ პროგრამაში ასახვის მიზნით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა, რომლებიც დარეგისტრირებულია ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენები