4.1. არბიტრაჟის შემადგენლობა, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დებულება წარმოადგენს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს, განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად.

4.2. არბიტრაჟის შემადგენლობა განისაზღვრება ერთი ან სამი არბიტრით. იმ შემთხვევაშიც, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეები გაითვალისწინებენ დავის განხილვის მიზნით ოთხი ან მეტი არბიტრის დანიშვნას, დავას განიხილავს სამი არბიტრისაგან დაკომპლექტებული საარბიტრაჟო კოლეგია.

4.3. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, არბიტრაჟის შემადგენლობა განისაზღვრება ერთი წევრით
, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან ასევე თუ სხვა რამეს არ გადაწყვეტს არბიტრაჟი.

4.4. იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება ამ მუხლის 4.3. პუნქტით გათვალისწინებულ თანხას, დავას განიხილავს სამი არბიტრისგან შემდგარი კოლეგი