1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მიმართვის საფუძველზე, წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, გონივრულ ვადაში დაავალოს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;
ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებითაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავას და მის გადაწყვეტას.
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
წინა რედაქცია (02.07.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება 1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას. 2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, გონივრულ ვადაში დაავალებოს მხარეს: ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას; ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას; გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდთანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება; დ) იმ მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.