1. მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე.
2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს, აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს იმ დღიდან 15 დღის ვადაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. არბიტრის აცილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს არბიტრის აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გამოაცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება მის აცილებას არბიტრის აცილების შესახებ განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის გასვლიდან 30 დღეში.
21. თუ არბიტრის აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც არბიტრის აცილებას აცხადებს, შეუძლია არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
4. სასამართლოს ამ მუხლის 2
1 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. არბიტრის აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
5. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
წინა რედაქცია (02.07.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. არბიტრის აცილების პროცედურა 1. მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე. 2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს, აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს იმ დღიდან 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. არბიტრის აცილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს არბიტრის აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გამოაცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება მის აცილებას წეარბიტრის აცილოებითის შესახებ განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშრბინტრის აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის გამოწურსვლიდან 30 დღეში. 21. თუ არბიტრის აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადერბიტრის აცილებას აცხადებს, შეუძლია არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გჩამოტბანრებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით. 3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით. 4. სასამართლოს ამ მუხლის მე-2 1 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოაქვს გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. არბიტრის აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 5. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.