მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმება და დავის არსებით საკითხზე სარჩელის შეტანა სასამართლოში
თავი II — საარბიტრაჟო შეთანხმება
1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.
2. (ამოღებულია - 18.03.2015, №3218).
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
თავი III. არბიტრაჟის შემადგენლო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (02.07.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმება და დავის არსებით საკითხზე სარჩელის შეტანა სასამართლოში 1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია ამ საკითხზე საარბიტრაჟოს განცხილვის დაწყდების შესახფუძვებ შლზეტყ, რობინმებლიც შეს მიღაგებლისთ წანავე უარდგენი თქს ვადის სგარჩელისვლამიღდებ უნდაზე განკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ როდესაღც სასამართლო დაჩადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია. 2. ს(აარბიტრაჟო წარმოების მხარე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია შეატყობინოს სასამართლოს იმ დავის არსებით საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ- 18.03.2015, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია№3218). 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. თავი III. არბიტრაჟის შემადგენლობა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-828-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
…შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს) ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლიდან (სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია,…
საქმე №ას-186-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2022
…რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს. მსგავს დანაწესს შეიცავს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლიც, რომლის თანახმად, სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების…
საქმე №ას-592-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
…ვადა. 5.10 პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, სადაც მხარე სადავოდ ხდის საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვის საკითხის სისწორეს და საარბიტრაჟო შეთანხმებაზე მიუთითებს. 5.11 პალატამ მიუთითა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე,…
…შემთხვევაში შეადგენს 709.85 ლარს, ეს არის სწორედ ის თანხა, რასაც მოსარჩელე მხარე მიიღებდა მოპასუხე კ--- მ-----–--ის მიერ ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო; მტკიცებულება: - გადახდის გრაფიკი; 3.2.10.,,არბიტრაჟის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია…