1. მომხსენებელი მოსამართლის დანიშვნის შემდეგ კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება, საქმის მასალებთან ერთად, ელექტრონული ფორმით ეგზავნება მოპასუხე მხარეს.
2. მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არაუგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. მომხსენებელი მოსამართლე უფლებამოსილია, მოპასუხე მხარეს განუსაზღვროს შესაგებლის წარმოდგენის სხვა ვადა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება მოსარჩელე მხარეს.
3. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვა