საქმის განხილვისათვის მომზადებას უზრუნველყოფს მომხსენებელი მოსამართლე, რისთვისაც იგი:
ა) მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) უზრუნველყოფს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან და კერძო პირებისგან საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების გამოთხოვას;
გ) არკვევს მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის მოწვევის საჭიროებას და საქმის განმხილველი სასამართლოს თანხმობით უზრუნველყოფს მათ მოწვევას;
დ) ახორციელებს საქმის განსახილველად მომზადებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებ