1. საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტი სარჩელის/წარდგინების შეტანიდან სამი დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი მასალების ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან სარჩელის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საორგანიზაციო დეპარტამენტი უფლებამოსილია, მოსარჩელე მხარესთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან დააზუსტოს სარჩელთან დაკავშირებული საკითხები. თუ შემოწმების შედეგად ფორმალური უზუსტობები არ იქნა აღმოჩენილი ან რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადაში არსებული უზუსტობა გამოსწორდა, საორგანიზაციო დეპარტამენტი არეგისტრირებს კონსტიტუციურ სარჩელს/წარდგინებას.

2. კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში ისეთი ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის გამოსწორება შესაძლებელია სარჩელის/წარდგინების არსებითად შეცვლის გარეშე, საორგანიზაციო დეპარტამენტი სარჩელის/წარდგინების შეტანიდან სამი დღის ვადაში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემის მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი ვალდებულია, გასცეს თანხმობა სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე უარის თქმის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობისთანავე, საორგანიზაციო დეპარტამენტი არეგისტრირებს სარჩელს/წარდგინებას და აცნობებს მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენელს წარდგენილ სარჩელში/წარდგინებაში არსებული ფორმალური უზუსტობების, მათი აღმოფხვრის აუცილებლობისა და აღმოუფხვრელობის შესაძლო შედეგების შესახებ.

3. თუ 15 დღის ვადაში ფორმალური უზუსტობა არ გამოსწორდა, საორგანიზაციო დეპარტამენტი აუქმებს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციას, აკეთებს ამის შესახებ აღნიშვნას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალში და დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს.

4. წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში ისეთი ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის გამოსწორება შეუძლებელია სარჩელის/წარდგინების არსებითად შეცვლის გარეშე, საორგანიზაციო დეპარტამენტი არ არეგისტრირებს კონსტიტუციურ სარჩელს, რის შესახებაც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

5. სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საორგანიზაციო დეპარტამენტის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენელს უფლება აქვთ, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, რომელიც მიმართვიდან 15 დღის ვადაში წყვეტს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციის საკითხს.

6. რეგისტრირებული სარჩელი/წარდგინება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესით, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზ