1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი:

ა) ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის და მოახსენებს პლენუმს მათი აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე;

გ) ხელს უწყობს საჭირო ინფორმაციის კომპიუტერული წესით დამუშავების სისტემის ჩამოყალიბებას;

დ) ორგანიზებას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაციის დაგზავნას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს თანხმობას კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაციაში გატარებაზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაციის შესახებ;

ზ) ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის ასლის ნამდვილობის დამოწმებას.

თავი III

კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განხილვის ზოგადი წესე