1. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ერთი თვისა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომას და წარუდგენს მას საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურას.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევნებზე, შესაბამისად, ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევამდე ან მდივნის მიერ თავისი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, დროებით ასრულებს ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც, იმავდროულად, არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პლენუმს წარუდგენს წინადადებას მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე. ერთი და იმავე პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობის დროებით შესრულების ვადა უწყვეტად არ უნდა აღემატებოდეს 6 თვე